ხონის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
25-12-2019, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 7 მილიონ 170.0 ათასი ლარით განისაზღვრა, გამოიკვეთა ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებები: ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა.

 

 

2020 წლის ბიუჯეტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან ჩიხლაძემ წარადგინა, მან ამომწურავი განმარტებები გააკეთა მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების, საპროგნოზო მაჩვენებლების, დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ. რის შემდეგაც დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

 

ხონის მერიის ცნობით, საკრებულოზე დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებიც იქნა განხილული: 1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კობა კუბლაშვილის 2019 წლის კუთვნილი შვებულების შესახებ მომხსენებელი: ვალერი ბახტაძე - საკრებულოს თავმჯდომარე 2. ,,ხონის მუნიციპალიტეტის გამჭირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2019-2022წ’’-ის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ამირან კინწურაშვილი - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დამტკიცებულ იქნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი