გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის ბოლო გეგმიური სხდომა ჩატარდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული რვა საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და მერიის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. გარდა ზემოაღნიშნულისა დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 32 916 366 ლარით განისაზღვრა, აქედან ინფრასტრუქტურის მიმართულებით 14 229 566 ლარი, სოციალური მიმართულებით 2 550 500 ლარი, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2 159 100 ლარი დაიხარჯება.
სხდომის ბოლოს გარდაბნის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა გასული წელი შეაჯამა და განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს გაწეული საქმიანობისთვის, იმედს გამოვთქვამ, რომ 2020 წელი კიდევ უფრო მეტი წინსვლის და წარმატების მომტანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, განაცხადა ჯანხოთელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.