შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე; მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 42 წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
"დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის აღსაყდრების 42-ე წელს. 42 წლის წინ, როდესაც სვეტიცხოველში მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრი საზეიმო წირვას პოლიტიკური პარტია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.