წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე აინთო
26-12-2019, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ პატარებთან ერთად აანთეს.

 


სააახალწლო განწყობის შექმნის მიზნით გაიმართა გამოფენები, საბავშვო გასართობი სანახაობები, თეატრალიზირებული შოუ და კონცერტი, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ნადურმა'', "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან" არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა, საესტრადო ანსამბლების - "ოცნებისა", "ცისარტყელასა" და სამეჯლისო წრის "ფიესტას" აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.

 


"ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი წელს იყო განსაკუთრებით ლამაზი, დამდეგ 2020 წელს ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება მოეტანოს ამ წელიწადს საქართველოსთვის. მჯერა, რომ სწორედ 2020 წელი იქნება წყალტუბოს როგორც მომავლის კურორტის აღმშენებლობისა და წინსვლის წელი" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


საახალწლო ღონისძიებები წყალტუბოში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 8 იანვრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი