ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, მარტივი პროცესი არ იქნება.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნებისმიერ სისტემას სჭირდება არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარება.
,,დადგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის მარტივი პროცესი. ამას წინ უძღვის საერთო-სახალხო განხილვები. განსაკუთრებით როდესაც იცვლება და გადავდივართ კიდევ უფრო უკეთეს და მაღალ სტანდარტზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამას ჭირდება შესაბამისი სამართლებრივი პოლიტიკური პროცესების სწორად გავლა. ის, რომ ერთი სისტემა მეორე სისტემით იცვლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა, რომლითაც დღეს არჩევნები ტარდება თუ ის ტარდება თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში, ეს არის ცუდი სისტემა. ძალიან ბევრი დემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მაჟორიტარული სისტემები მუშაობს და არავინ არ თვლის, რომ მაჟორიტარული ტიპის არჩევნები ეს არის ცუდი სისტემა. მთავარია, არჩევნები ტარდებოდეს გამართული სისტემით და გაყალბების გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, ამას სჭირდება დრო. ის რომ არჩევნები 2016 წლამდე ამ სისტემით ტარდება, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის არადემოკრატიული. ეს ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული სისტემაა და ახალ სისტემაზე გადასვლას სჭირდება დრო", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, არცერთ ევროპულ სტრუქტურას და საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, მაჟორიტარული არჩევნები გააუქმეთო.
"საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპული სტრუქტურები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ მთავარი რამ გავითვალისწინოთ, აი ეს ცვლილება ხდება სწორედ ახლა, ამ ეტაპზე. არჩევნები რომ ჩატარდება, მოხდება საზღვრების გადახედვა, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება. მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ გააუქმეთ მაჟორიტარული არჩევნებიო. ეს არ უთქვამს არცერთ ევროპულ სტრუქტურასაც. იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკურ გუნდში, შიგნით იყო განსხვავებული მოსაზრებები, საბოლოოდ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება. მგონია, რომ ნებისმიერ სისტემას სჭირდება არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარება", -განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.