დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას იაპონელი ექსპერტების საქართველოში საკონსულტაციო დახმარების გასაწევად მივლინების შესახებ
26-12-2019, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ხელი მოაწერეს „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმებას“. 

 


აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად. 

 


„ვიმედოვნებ, რომ ეს პროგრამა გააძლიერებს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, არამედ გააღრმავებს ხალხთა შორის კავშირებსაც. იაპონური კომპანიები აცნობიერებენ იმას, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მათი ბიზნესის განსავითარებლად და ინვესტიციების განსახორციელებლად“ - აღნიშნა საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.



იაპონური მხარის მიერ ინიცირებულ შეთანხმების პროექტს განახორციელებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA). პროექტის ფარგლებში, იაპონური მხარე საქართველოში მივლინებით გამოგზავნის JICA-ს მოხალისეებს, რომლებსაც შეეძლებათ დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში.



„ვფიქრობ, რომ მათი ყოფნა საქართველოში, მათი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის მნიშვნელოვნად წაადგება იმ ძირითადი მიმართულებების განვითარებას რაც აქტუალური არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ წლევანდელი წელი იქნება კარგი საფუძველი, იმისთვის, რომ ის დასახული მიზნები და ის პროექტები, რომლებზეც უკვე გვქონდა შეთანხმება, იყოს წარმატებით განხორციელებული 2020 წელს“.

 


მოხალისეთა საქართველოში გაგზავნისას, JICA დაფარავს მგზავრობისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს. გარდა ამისა, JICA უზრუნველყოფს მოხალისეების მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო აღჭურვილობის, ტექნიკის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მასალების ხელმისაწვდომობას.

 


„მინდა მადლიერება გამოვხატო იმ უწყვეტი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რომელიც გაწეული იქნა საქართველოს მთავრობისა და იაპონიის საელჩოს მიერ, ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის“ - თქვა JICA-ს პროექტების ფორმულირების მრჩეველმა ოგურა ტორუმ და გამოხატა იმედი, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება პროგრამის ფარგლების კიდევ უფრო განვრცობა, როგორც კონკრეტული მიმართულებების მიმართებით, ასევე გეოგრაფიულადაც და თბილისიდან რეგიონებში გატანა.



1965 წელს დაფუძნებული JICA-ს მოხალისეების პროგრამის ფარგლებში დღემდე 50,000-ზე მეტი იაპონელი მოხალისე იქნა მივლინებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე ქვეყანაში. ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობს 2,000-მდე იაპონელი მოხალისე.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა სადაც იაპონია მოხალისეთა პროგრამას ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი