ხობში ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
26-12-2019, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

25 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

 

 

საღამო სადღესასწაულო კონცერტით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა შემსრულებლები ქართული და უცხოური სიმღერებით წარსდგნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. ხობელ სპორტსმენებს პირად ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ჩაერიცხებათ.

 

 

წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა. ქალაქის ქუჩებში ახალი ციმციმები, ილუმინაციები და დეკორაციები დამონტაჟდა. საახალწლო ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი და საბავშვო ღონისძიებები გაიმართება. საახალწლო საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი