„კავკასიასთან“ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქცია იმართება. აქციას სამოქალაქო მოძრაობების „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები და ასევე პოლიტიკოსები მართავენ.
აქციაზე ასევე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.
აქციის მონაწილეები მოგვიანებით ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობიდან „ტვ პირველის“ შენობასთანაც გადაინაცვლებენ.
ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიების ტვ პირველის, კავკასიისა და "რუსთავი 2" - ის ანგარიშებს ინკასო დაადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.