საქართველოს ავღანეთში ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს
26-12-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეკემბრის თვიდან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს. პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე პოლკოვნიკმა მალხაზ მელქაძემ შეცვალა.

 

 

ახალი სამხედრო წარმომადგენელი უკვე ესტუმრა ყველა იმ ბაზას, სადაც „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ქართული ქვედანაყოფები არიან დისლოცირებული. პოლკოვნიკმა მალხაზ მელქაძემ ქართველი სამხედრო მეთაურებისგან პირადად მოისმინა ოპერაციის ზონაში არსებული მდგომარეობა და ქართველ ჯარისკაცებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში უფროსი სამხედრო წარმომადგენლის ფუნქციაა: მხარი დაუჭიროს ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფებს, აწარმოოს პირადი შემადგენლობის მოთხოვნების მონიტორინგი და მხარდაჭერა, ასევე უზრუნველყოს მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება და კოორდინაცია. 

 

 

ყოფილი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე კი, „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამშვიდობო მისიის მედლით დააჯილდოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი