თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება, რომელიც ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა.
შესრულებულ სამუშაოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ ბონდო სოფრომაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ჩვენ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის - ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, მთლიანობაში, 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრისა და 200-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია შევძელით წლევანდელი დაფინანსებით, რაც ამ მიმართულებით, რეგიონებში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 233 ათასი ლარით დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.