25 დეკემბერს ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ბავშვები, ბიბლიოთეკის მკითხველები იღებდნენ.
დასასრულს ზეიმის დამსწრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა კოპალიანმა მიულოცეს.
მონაწილე და დარბაზში მყოფ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.