თბილისის მერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
26-12-2019, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ პრეზენტაცია ,,გენდერული თანასწორობის მიღწევები და დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მერიაში“ გამართა. 

 

 

მერის მრჩეველმა საზოგადოებას და ორგანიზაციას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2020-2021 წლების განახლებულ სამოქმედო გეგმაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

 

 

,,თბილისის მერიას გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. განხორციელდა მიზნობრივი პროექტები, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო ტრენინგი და კამპანია მერიის თანამშრომლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის. გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერის კონკრეტული შედეგები, მიღებულია სამართლებრივი დოკუმენტები და შევქმენით სახელმძღვანელოები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მეგობარ საერთაშორისო, დონორ და არსამთავრობო ორგანიზაციებთან.



2020 წლისათვის პრიორიტეტული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერის მენეჯმენტის ინსტიტუციური გაძლიერება თბილისის მერიაში, უწყვეტი საინფორმაციო კამპანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და შესაბამის პროექტებზე მუშაობა, გენდერული ბიუჯეტის სრულყოფა, საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების მოწესრიგება, სტრატეგიების დაწერა მერიის სხვადასხვა სამსახურებისათვის, გენდერული სტატისტიკის წარმოება და სხვა“, - განაცხადა ნინო ბურძენიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი