სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ ციხესულორში მცხოვრებ თინა მიმინოშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს და დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს.
თინა მიმინოშვილმა, რომელიც 58 წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, სახელმწიფო რწმუნებულთან საუბრისას სკოლაში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავს ახლაც მხნედ გრძნობს.
დღეგრძელთა დახმარების პროგრამა მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომლის ფარგლებშიც 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად 1000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედდა და დღემდე პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 000 ლარი გაიცა.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.