თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. გოგნში იმყოფებოდა, სადაც საკრებულოში გოგნის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ისაკაძის საანგარიშო მოხსენებას დაესწრო.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ანგარიშს ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, საკრებულოს დეპუტატები: გიორგი ლილუაშვილი, მერაბ ღიბრაძე, ალექსანდრე ზანკალიანი და მალხაზ უკლება.
დავით ისაკაძემ ხალხს წარუდგინა 2015-2019 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. ამ პერიოდში სოფელში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რისთვისაც საერთო ჯამში 1 282 678 ლარი დაიხარჯა:
ჩხარი-გოგნის დამაკავშირებელი გზა;
ხიდ-ბოგირი ტყიბული-გოგნის დამაკავშირებელ გზაზე;
საყრდენი კედელი ისაკაძეების უბანში;
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი;
სკოლის რეაბილიტაცია;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
გარე განათება და სანაგვე ურნები;
ცხაურები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. ასევე განხორციელდა მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა პროექტები, მათ შორის სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამა, რისთვისაც გაიხარჯა 61 292 ლარი.
„ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, სოფელში მერის წარმომადგენლის დავით რობაქიძისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებულია მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც წლების წინ შეუძლებლად მიაჩნდა მოსახლეობას. მადლობას მოვახსენებ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ბონდო სოფრომაძეს. ის, რომ დღეს სოფელი მიგრაციას არ განიცდის, სწორედ მათი და სოფელში განხორციელებული პროექტების დამსახურებაა“-აღნიშნა დავით ისაკაძემ.
„მივესალმები იმ სამაგალითო ფაქტს, რომ საკრებულოს წევრი მოსახლეობის წინაშე გრძნობს ანგარიშვალდებულებას, ღიად საუბრობს პრობლემებსა თუ შესრულებულ საქმეებზე. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სოფელში მომავალ წელს კიდევ ერთი დიდი პროექტი განხორციელდება-მოხდება სოფლის გაზიფიცირება, რასაც წლების მანძილზე ითხოვდით“-აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.
ანგარიში კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი მადლობა გადაუხადა დავით ისაკაძეს, ბონდო სოფრომაძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებს გვერდში დგომისა და სოფელში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.