ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სიმბოლური საჩუქრების გადაცემა გრძელდება. ამჯერად ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელთან მირანდა მეტრეველთან, მერის წარმომადგენელთან უწერის თემში მელიტონ მეტრეველთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა უწერის თემში მცხოვრებ უხუცესებს.
ონის მოსწავლე ახალგაზრდობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქტივობით შეგროვებული სასაჩუქრე ნაკრებები ონის მერიის ორგანიზებით ასევე სოფელ გლოლაში მცხოვრებ ორ სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახს გადაეცა.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.