წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა
27-12-2019, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს საკრებულოს სხდომაზე 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

 

მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციებს 2019 წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ქონების, ზედამხედველობის, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების თაობაზე.

 

 

მუნიციპალიტეტის მერმა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს და ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებსა და იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

 

 

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

 


საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი