შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ დღეს მიიღო ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე პენსია 100 ლარი ჰქონდათ, 160 ლარამდე გაეზარდათ.
"ეს გახლავთ 9 000-ზე მეტი ბავშვი, ამით, ფაქტრობრივად, შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერდა ამ რამდენიმე თვის წინ შეზღუდული შეაძლებობების მქონე ბავშვების მშობლებთან", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისი თქმით, მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიის 160 ლარამდე გაზრდის თაობაზეც. როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, ასეთი პირი სულ 24 457-ია.
"მთლიანობაში საქართველოს ბიუჯეტს ეს დაუჯდება 3 100 000 ლარი, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება", - განაცხადა სოფრომაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.