დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და განათება გვაქვს, რამდენიც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი მაინც საუკეთესოდ მორთულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
კალაძის თქმით, ოპოზიციისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელია, თუმცა მაინც არ ეგონა, რომ მათი მხრიდან ახალი წლის პოლიტიზება მაინც მოხდებოდა.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ახალი წელიც პოლიტიზირებული იქნებოდა მათი მხრიდან, ჩემი მოწოდებების მიუხედავად, რომ პოლიტიკა ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ და გაერთონ, დატკბნენ გალამაზებული ქალაქით, როგორც არის საახალწლოდ მოწყობილი.
მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, ევროპაში საუკეთესო განათება იყოს დღეს დედაქალაქში თავისი სილამაზით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რომ დედაქალაქის მოსახლეობაა კმაყოფილი ჩვენი საახალწლო განათებებით. მინდა, ყველა მოვიწვიო. დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.