გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე მოსახლეობას ამშვიდებს და გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავს. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჩვეულებრივი B კატეგორიის ვირუსთან, რომელიც ყოველ ზამთარს იჩენს თავს.
„ბოლო კვირის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე 190 შემთხვევა გვაქვს. არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მთავარია, რომ ადამიანმა არ დაუშვას სიტუაციის გართულება. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38,5 და მეტი ერთი დღის განმავლობაში, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, როდესაც ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფი წარმომადგენელი, რომელიც გვიან მიმართავს ექიმს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.