წინასაახალწლოდ სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა ოკუპირებულ ახალგორში. მოსახლეობა აყვანილია მძევლად. მიდის არნახული გენოციდი. ხალხს არ აქვს საშუალება, მიიღოს სამედიცინო დახმარება, აიღოს პენსია, კომპენსაცია, სოციალური დახმარება, მიიღოს განათლება და ეს ყველაფერი ხდება ეთნიკური ნიშნით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ ყველაფერზე პასუხს აგებს პირადად პუტინი, - “ლეიბორისტული პარტია“ განცხადებას ავრცელებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არა მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომაზე განიხილონ ახლგორში შექმნილი კატასტროფული, ტრაგიკული მდგომარეობა, დაწესდეს სანქციები რუსეთის სახელმწიფოზე. ასევე მიმართავს ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დააწესონ სასწრაფოდ სანქციები სეპარატისტ, თვითმაქრვია ბიბილოვის ადმინისტრაციასა და პირადად მის მიმართ, აგრეთვე, რეგიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ხელმძვანელებსა, გენერალიტეტისა და ოფიცრების მიმართ რათა ისინი ვერ გასცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ ერთ დროს. სხვა შემთხევაში, ჩვენს მოსახლეობას ემუქრება ფიზიკური მოსპობა და ის იქნება უკვე მთელი მსოფლიო საზოგადოების სინდისზე, რომელიც ამას უყურებს მშვიდად. გასაგებია რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის ფილიალია, თუმცა ეს არ აძლევს არავის უფლებას, უყუროს მშვიდად იმ უბედურებას რაც ახალგორში ხდება. ახალგორიც, ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც, ეს ყველაფერი არის საქართველოს გული და ყველა პარაზიტი, რომელიც შემომძვრალია და გადმომძვრალია კავკასიონის მთავარი ქედიდან თუ გვირაბის გამოვლით აუცილებლად, ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან იქ, საიდანაც მოეთრნენ, მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იქ ჩვენი ხალხი, ქართველობა, რომელთა გარეშე საქართველო არ იქნება” , - ნათქვამია „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.