საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანებისა და პირობების შესრულების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტი მიიღებს 2 მილიონი ლარის კაპიტალურ გრანტს
გრანტი მოხმარდება მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, კერძოდ, საშუალოვადიან დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას 2020-2023 წლებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.