"საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ბასა ჯანიკაშვილი ეკა მიშველაძის თოქშოუს დახურვას ადასტურებს და ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტს ასახელებს.
როგორც ჯანიკაშვილმა „ჰოლიდეი ინ-ში“ მედიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, თოქშოუს დახურვის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი გახდა.
"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განუცხადა ბასა ჯანიკაშვილმა ეკა მიშველაძეს.
მისივე განცხადებით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიყავდეს პოლიტიკური გადაცემა, რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უთხრა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია. ამის შემდეგ ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან - "საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ უნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს".
"გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ცოტა ხნის წინათ ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.