გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წინასაახალწლო ნობათი 140 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
საახალწლო ნობათის გადაცემაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- რაფი ორუჯოვი ჩაერთვნენ და ქ.გარდაბანში მცხოვრებ, 1000 ქულაზე ნაკლები რეიტინგის მქონე ოჯახებს პირადად ესტუმრნენ.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, წინა საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათს და ტკბილეულს ყოველწლიურად გადასცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.