"ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
04-09-2015, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დადგენილებით, დღეს "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ შესაბამის პროცედურებს, რომელიც გულისხმობს საბუთების მომზადებას, რათა  ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის იუნესკოს ძირითად ნუსხაში იყოს წარდგენილი.


"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობაა. ვფიქრობ, ეს იმდენად უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომ ნამდვილად ეკუთვნის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჩვენ გვქონდეს ინდუსტრიული ძეგლი წარდგენილი", - განაცხადა გიორგაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი