სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვაჟა გაფრინდაშვილის სატელევიზიო კომენტარი გაავრცელა.
„სრულიად მოულოდნელია, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა, გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, რაზეც, სიმართლე გითხრათ, თავს ვიკავებდი. ემოციებით ვარ დატვირთული... პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობას, პარლამენტს, ჩემს ლამაზ მეუღლეს, ბრწყინვალე შვილებს და ყველა მეგობარს, ვინც გვერდით მედგა, ყველას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“ , - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
გაფრინდაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებოდა 50 დღის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორიაში, თუმცა აცხადებს, რომ დეტალებზე მალე ისაუბრებს.
დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.