ირაკლი ჩიქოვანი: „ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით ეს შედეგი დადგა“
28-12-2019, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა,, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ხელისუფლებას ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას იმ მოქმედებების შესახებ, რასაც სახელმწიფო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აკეთებდა.

 

 

„დღეს ბატონი ვაჟა გათავისუფლდა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის სასიხარულო ამბავი. რა თქმა უნდა პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონოდ ტუსაღობა, ჩვენ სახელმწიფო უწყებები ყველა მიმართულებით ვიყავით ჩართულები, აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ეს შედეგი არის ყველასთვის სასიხარულო და ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ მაშინ როდესაც ასეთი მობილიზებული, ასეთი კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, გვხვდებოდა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ცდილობდნენ კაპიტალიზაციას და თითქოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა. ეს არის არასწორი მიდგომა, არასწორი პოზიციონირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება, როგორც ადგილობრივი რესურსის ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი