დავით ზალკალიანი: „ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო“
28-12-2019, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პატიმრობისგან გათავისუფლებას ულოცავს და საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

 

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ის ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად შეხვდება, მშობლიურ გარემოში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენთან ერთად გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო და დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი არის საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე მწვავედ სვამდა აღნიშნულ საკითხს.

 

 

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება პირველივე დღიდან, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება მოხდა, იყო ძალიან აქტიურად ჩართული. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის ფორმატი, სადაც ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით არ გვქონდა წამოწეული ბატონი ვაჟას უკანონო ტყვეობის საკითხი. იყო გამოყენებული სხვადასხვა ფორმატები – ეუთო-ს მინისტერიალი, უშიშროების საბჭოს ფორმატი, ასევე მუდმივი კომუნიკაცია იყო სხვადასხვა არხით ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მას შემდეგ, რაც იგი უკანონო ტყვეობაში იყო, ჩვენ ყველა მცდელობა და ღონისძიება განვახორციელეთ, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაბრუნებულიყო, იყო გამართლებული. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები იყოს თავიდან აცილებული. ადამიანებს 21-ე საუკუნეში უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვსაუბრობთ ჟენევის ფორმატში და გავაგრძელებთ უახლოეს რაუნდზე ახალი წინადადებებით, ასევე ძველი წინადადებებით, რომელიც უკვე იყო განხილვის საგანი. ბუნებრივია, ამას ჩვენ კიდევ ახალ მოდალობებთან ერთად განვიხილავთ, რათა მსგავსი უკანონო ქმედება იყოს მომავალში აღკვეთილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი