„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და რუდენკოს და კოსაჩოვს მადლობას უხდის. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას რუსეთს აბრალებდნენ, როცა გამოუშვეს - ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა. მისი თქმით, "უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები"
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა. როგორც ველოდით, ის თავის ოჯახთან ერთად შეხვდება ახალი წლის დღესასწაულს. ვულოცავ მის ოჯახს და ყველა გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ვაჟა ექიმს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამაში ბატონმა რუდენკომ და ბატონმა კოსაჩოვმა. მე, პირადად, მათ მადლობას ვუხდი, რადგან ვიცი, ძალიან მონდომებული იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებულიყო ვაჟა გაფრინდაშვილი. როცა არ უშვებდნენ, მაშინ ვამბობდით, რუსეთის ბრალიაო, როცა გამოუშვეს, ვამბობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა.
მე ვფიქრობ, რომ თანმიმდევრული უნდა ვიყოთ, მინიმალურად მაინც. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო განხორციელებული რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო გათავისუფლება. კონკრეტულ ადამიანებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ძალისხმევა დასრულდა ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში, ზოგი პროტესტით, ზოგი თანაგრძნობით, ზოგი განცხადებით, ამან ყველაფერმა თავისი წვლილი შეიტანა და მე ყველა ამ ადამიანს ვუხდი მადლობას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.