„ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!“ - ამ ლოზუნგით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ადმინისტრაციასთან ერთად, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.
აქციის ფარგლებში, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულეშში, მახაშში, ტვიბში და ფაყში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
"მიხარია რომ დღეს ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს, ეს ოჯახები ამაგრებენ და იცავენ მთას, ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასი და დასაფასებელია, მინდა ამ სოფლებიდან ჩვენს რეგიონს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი დღესასწაულები და მშვიდობა და სიძლიერე ვუსურვო“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.