კახა კალაძე: „ვუერთდები მილოცვებს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში“
28-12-2019, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს.

 

 

კახა კალაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი და აქტიური მუშაობის შედეგია.

 

 

„მინდა, შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მივულოცო. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულით გულშემატკივრობდა ვაჟა გაფრინდაშვილს და ჰქონდა სურვილი, იგი მალე დაბრუნებულიყო საკუთარ ოჯახში. მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას.

 


მთავრობას არ დაუტოვებია არცერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც შეგვეძლო ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება. შედეგიც სახეზეა.

 

 

ჩვენ ვისმენდით საოცარ განცხადებებს ამ ხნის განმავლობაში. მოვისმინეთ მძიმე ბრალდებებიც. თუმცა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები აღელვების გარეშე აკეთებდნენ თავის საქმეს, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყება არ ყოფილა ჩართული, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. ასევე ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იყო ჩართული. მთავარი შედეგი არის ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება საკუთარ ოჯახში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი