თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლის ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბირგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და „მამაკაცი გადარჩა“.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რამედნიმე წუთით მეტრო ზონალურად მუშაობდა.
„შემთხვევა 12:15 საათზე მოხდა. მგზავრი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა. მამაკაცი გადარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოხდა ძაბვის მოხსნა, მეტრო ზონალურად მუშაობდა „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით“,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ამ დროისთვის, მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.