„თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო“ - ილია მეორემ ქადაგებისას წმინდა ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები გაიხსენა
29-12-2019, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადგებისას, წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, მრევლს მისი სიტყვები გაახსენა.

 


ილია მეორეს თქმით, წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მიმართავდა: „თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო“.

 

 

„ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, ისრაელელ ხალხს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებსო და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები აშენდა საქართველოში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, წმინდა ანგიას რომ შეგვეწია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში. უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში!“ - განაცხადა ილია მეორემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი