ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სურსათი და ტკბილეული გადასცა.
„დღეს, ჩემი ბიუროს თანაშრომლებთან ერთად, წყნეთის მოხუცთა თავშესაფარს ვესტუმრე და აქ მყოფ არაჩვეულებრივ ადამიანებთან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ. ყველაზე საყვარელ ხალხს, ჩვენს მოხუცებს, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომას ესაჭიროებათ. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და სრულიად საქართველოს. სასიკეთო ცვლილებები და იმედების გამართლება მინდა ვუსურვო ჩვენს ხალხს 2020 წელს“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
როგორც წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა აღნიშნეს, ბიძინა გეგიძე სისტემატიურად სტუმრობს თავშესაფარს, რაც მათთვის დიდი დაფასებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.