„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში“ – ეს განცხადება ნათია თურნავამ შიდა ქართლის რეგიონში შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.
ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა წიაღის გადამუშავების პროცესი, რომელიც ევროპული, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება.
„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი არის სამშენებლო ინდუსტრია, სახელმწიფო ბევრ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებაში, საშენ მასალებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ, გამარტივებული პროცედურებითა თუ სხვადასხვა ბერკეტით ყოველთვის გვერდში დავუდგებით ისეთ საწარმოებს, რომელიც დღეს გავხსენით“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შპს „კავკას ცემენტ ჯორჯია“ ფლობს ევროპული სტანდარტის დანადგარებს, რომლის საშუალებითაც რესურსის გადამუშავება ხდება ადგილზე. საწარმოში დასაქმებულია 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. საწარმოში 3 500 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2018 წელს, 20 წლის ვადით გაიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.