ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი, თავისი თამადით ეწოდება“
29-12-2019, 21:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების. ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. მე მგონია, რომ მაინც ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია“, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე.

 


მისი თქმით, შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვინის და პოლიფონიის სამშობლოა.

 

 

„თუ ნახავთ ჩვენს თითოეულ კუთხეს - იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია თუ სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენს პოლიფონიურ ფოლკლორს, შეიძლება არც ნახო ქართველი კაცი, ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით. ის, რომ პოლიფონიის სამშობლო და ღვინის სამშობლო საქართველოა, მე მგონი არ არის შემთხვევითი და კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში. ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი, თავისი თამადით ეწოდება. ვფიქრობ, რომ ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა, ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების. ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. მე მგონია, რომ მაინც ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია. ყოფითი ცხოვრების არსი სიყვარულია და ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს და მოახერხოს იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქართულ სუფრაზე იყრის თავს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი