"ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!" - ამ ლოზუნგით ამბროლაურის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.
აქციის ფარგლებში, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა, ბავშვებს წიგნები და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ნინო მეტონიძე სოფ. თხმორიდანაა, სოფელში ის ერთადერთი ბავშვია, მე-12 კლასელია და სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდებისთვის ემზადება. როგორც თავად ამბობს, კითხვა ძალიან უყვარს და რწმუნებულის საჩუქრებმა გაახარა.
არჩილ ჯაფარიძემ დამდეგი დღესასწაულები პატარა ონში და ზედა ღვარდიაში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.