რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით მიმდინარე საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ირმა მაქარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში - კენაშში, ზედა აღვში და ალპანაში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
აქციაში სხვა კერძო ორგანიზაციებთან ერთად, ამბროლაურის აეროპორტიც ჩაერთო.
აეროპორტის თანამშრომლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. წესში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საჩუქრები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია მესამე წელია ხორციელდება და ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზებას და მათ გახარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.