2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.
ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.
„აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება“ ,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება კალენდარული აცრების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება. ცვლილება შეეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმურ აცრებს. ასევე გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.