პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება. გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).
„პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა დაახლოებით 35 მლნ. ლარია. პროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან. 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები“ ,- აცხადებენ უწყებაში.
სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1-ლი ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30-ლარიანი მატებაა გათვალისწინებული.
ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1-ლი ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.