ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო
30-12-2019, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N7-ში, 500 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა.

 

 

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდის მეშვეობით, ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს. 

 

 

ახლადმოწყობილი სპორტული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა დაათვალიერეს.

 

 

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი პროექტებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას. მსგავსი მულტიფუნქციური  სივრცე თბილისში სულ რამდენიმეა და ვიმედოვნებ, მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

 

სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა, კომპანია „გრინსერვის +“-მა შეასრულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი