სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისადა ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ფუტიეთში მცხოვრებ 5 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.მოტყიარში მცხოვრებ ოჯახებს, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.