საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და გათავისუფლება პირადად მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ექიმსა და მის ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„საზაოგადოება მოუთმენლად ელოდა ციხიდან თქვენს გათავისუფლებას. ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს.
შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.