პროკურატურა სააკაშვილის ხელისუფლების რამდენიმე მინისტრისა და გუბერნატორ კირკიტაძის კანონდარღვევებს სწავლობს
13-02-2014, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის წინააღმდეგ პროკურატურაში განსახილველად რამდენიმე საქმე შევიდა. ინფორმაციას, პროკურატურიდან გამოთხოვილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გაზეთი "ალია" ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კონკრეტული საჯარო მოხელეები პირადი ინტერესის სასარგებლოდ უკანონოდ აწარმოებდნენ მშენებლობას.

 


გაზეთისთვის მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, ირკვევა, რომ დავით კირკიტაძემ და ექს-პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ჩაიდინეს კანონდარღვევა რაც გულისხმობს სხვადასხვა ბუფერულ ზონებში, სხვადასხვა ფორმისთვის ობიექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემასა და მიწის ნაკვეთების გასხვისებას.

 


პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეები ეხება ასევე გზების რეაბილიტაციის დროს დაკარგულ თანხებსა და უხარისხო ასფალტის საფარის დაგებას. საქმეების მიხედვით იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან.

 

 

რაც შეეხება კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, ესენი არიან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჭიჭინაძე, მისი მოადგილე დავით სირაძე, რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ასევე წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კვაშილავა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი