ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
31-12-2019, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამდეგი შობა-ახალი წელი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა: „მადლობას გიხდით თქვენი ყოველდღიური გმირობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ჩვენი ძალა.“

 

 

მინისტრმა ჯარისკაცებს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თავდაცვის ძალებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. „შემდეგი წელი იქნება ჩვენი სამინისტროსთვის განახლების, აღმშენებლობის, მოდერნიზაციისა და გაძლიერების წელი. გვაქვს დაგეგმილი მთელი რიგი ახალი რეფორმები, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - ეს არის ჯარისკაცზე ორიენტირებული პოლიტიკა. მთელი გუნდი, თქვენთან ერთად, ყველა იმ მიზანს, რომელიც ერთობლივად დავისახეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და აფრიკის კონტინენტზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ 870 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში საქართველო ორ ქვეყანაშია წარმოდგენილი - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულით და მალიში ერთი მეკავშირე ოფიცრით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი