რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.
"ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!
მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის!
გასული წლები ნაყოფიერი იყო ჩვენი რეგიონისთვის, აღსანიშნავია, ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხისა და დროულად შესრულების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რაც არის საწინდარი რეგიონის წარმატების და განვითარებს. ამასთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით სწორად დაგეგმილმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას. მიხარია, რომ მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ჩვენი მხარის მიმართ, სასიამოვნო სიახლე გვქონდა ისიც, რომ მიმდინარე წელი დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლეს რუსთაველის თეატრის მსახიობებს, გაიმართა საერთაშორისო ფესტივალები: მდგრადი განვითარების ფესტივალი, რომელიც გაეროს ორგანიზებით ჩატარდა, საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დაიწყო პროექტ „გრეტას“ განხორციელება, რომელიც წარმოადგენს მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს.
წლის მანძილზე შევხვდი რეგიონის 60 სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი გონიერებით, გამოცდების შედეგებით . ძალიან საინტერესოა მათი ხედვები ჩვენი რეგიონის განვითარების კუთხით და იმედი მაქვს რომ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც მათ უკან დაბრუნების სურვილი ექნებათ და თავიანთ ინტელექტუალურ რესურსს მოახმარენ რეგიონის განვითარებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „მოსახლეობასთან ღია შეხვედრები“ იყო, რომლის ფარგლებში, ჩვენი რეგიონის 253 სოფელში შევხვდით მოსახლეობას, მათი ჩართულობა და აქტიურობა იყო ძალიან მაღალი, ღია შეხვედრებმა გამოკვეთა ის ფაქტორი, რომ ჩვენი მხარის მოსახლეობას აქვს მზაობა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან.
ამრიგად, გასულ წელს, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო.
ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა სწორედ თითოეული თქვენგანის უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას თქვენი კეთილდღეობისთვის, მჯერა, რომ დარჩენილ გამოწვევებს ერთად, ღირსეულად ვუპასუხებთ!
ყოველი ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია, გისურვებთ, 2020 წელი თქვენი სურვილების ახდენის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს" , - ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.