50%-ით შემცირდა ავიაკატასტროფების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2019 წელს, იტყობინება BBC ავიაციის ინდუსტრიის კვლევაზე დაყრდნობით. გასულ წელს 257 ადამიანი დაიღუპა დიდი ავიაკომპანიების კომერციული სამგზავრო ფრენებისას, მაშინ როცა 2018 წელს დაღუპულთა რაოდენობამ 534 შეადგინა და ეს იმ ფონზე, როცა გასულ წელს მარტში ეთიოპიაში, „ეთიპოიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ 737 მაქსი“ ჩამოვარდა, რა დროსაც 157 დაიღუპა - ნახევარზე მეტი მთელ წელს დაღუპულებთან შედარებით.
2019 წელს დიდი კომერციული ფრენებისას თვითმფრინავების 87 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის 8 ფატალურად დასრულდა და 257 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კვლევის თანახმად, 2019 წელს დიდი კომერციული სამგზავრო ფრენების შესრულებისას ყოველი 5.8 მილიონი რეისიდან ერთი ავიალაინერის ფრენა დასრულდა საბედისწეროდ. გასული წელი „ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო წელი იყო კომერციული ავიაციისათვის“. 2018 წელს 160 ინციდენტი აღინუსხა, რომელთაგან 13 ფატალური იყო და 534 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გლობალური ავიაციის ინდუსტრიისთვის ყველაზე უსაფრთხო წელი კი, 2017 იყო, რადგან ამ დროს მხოლოდ 13 საბედისწერო შემთხვევა დაფიქსირდა და დიდი კომერციული სამგზავრო რეისებისას არც ერთი სიკვდილით დასრულებული ავიაკასტასტროფა არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ორ საბედისწერო რეგიონულ ფრენას ჰქონდა ადილი, რა დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.