საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დიპლომატიური მესიჯის ერთიანობა და კონსოლიდაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, პლანეტის რომელ გეოპოლიტიკურ ნაწილში მუშაობს საელჩო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ამბასადორიალ 2015"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქართველი დიპლომატებისადმი მიმართვისას მან ხაზი გაუსვა, რომ უცხოეთის სახელმწიფოების წარმომადგენელთა ინფორმირება საქართველოს პრობლემატიკასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ფონს ქმნის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი დიპლომატიური თემების გადაწყვეტისთვის.
"საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დიპლომატიური მესიჯის ერთიანობა და კონსოლიდაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, პლანეტის რომელ გეოპოლიტიკურ ნაწილში ფუნქციონირებს საელჩო და მე ამას ვხედავ, როდესაც დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში - იქნება ეს ევროპული და აზიური, დიდი, თუ პატარა ქვეყნა. ამას ვხედავ ხოლმე, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე, სრულიად სხვა საკითხებზე შეხვედრის დროს უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლები ინფორმირებულნი არიან საქართველოს პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს უმნიშვნელოვანეს ფონს უქმნის ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი დიპლომატიური თემების გადაწყვეტისთვის", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს გეოპოლიტიკური და რეგიონული როლის მნიშვნელობის ხაზგასმის აუცილებლობაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ კუთხით შარშანდელი წლიდან მოყოლებული თავადაც აქტიურად მუშაობს.
"პირველი, რასაც ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვახორციელებდით, ეს არის საქართველოს გეოპლიტიკური და რეგიონალური როლის ხაზგასმა, ამ ხაზგასმის კონსოლიდაცია და უცხოეთის ქვეყნებთან ერთიანი პოზიციით მიტანა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც შედგა და აღრმავებს თავის ნაბიჯებს როგორც რეგიონალური ჰაბი, კავშირი აზიასა და ევროპას შორის, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. ჩვენ ამ აქცენტს მუდმივად ვაკეთებდით, თუმცა განსაკუთრებით შარშანდელი წლის ბოლოდან დავიწყეთ ხაზგასმა საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.