საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის მოხდა.
ორი მძარცველი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, ისინი მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით, ერთ-ერთი მძარცველი ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა, თუმცა მინის ჩამსხვრევის დროს მას ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა.
ის და მისი თანამზრახველი პოლიციამ დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.