"საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმებას ხელი მოეწერა
04-09-2015, 07:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების რეკომენდაციის ნაწილია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას, იგი დაარეგულირებს სავიზო მოსაკრებლის ოდენობას მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვისა და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.


საქართველოს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე დღეს ეწვია. იგი მონაწილეობას მიიღებს ამბასადორიალის მუშაობაში. გარდა ამისა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი