ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის შტატ გოიასის დედაქალაქ გოიანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს საპატიო კონსული მარსელო ლელის სერტაო.
თავისი ეკონომიკური პოტენციალით გოიასის შტატს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რეგიონში აქტიურად ვითარდება ბიზნესი, მყარდება ახალი პარტნიორული კონტაქტები კომპანიებთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც საქართველოს ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მზარდ ინტერესს იწვევს.
ქ.გოიანიაში საპატიო საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ბრაზილიაში, ქვეყნის კულტურის და მრავალფეროვნების სათანადოდ წარმოჩენას, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.